გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
MS Word ტექსტური რედაქტორი
|
საწავლების საფეხური
|
დაწყებითი, მე-5 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
35 მოსწავლე, არ არის სსსმ მოსწავლე
|
დრო
|
45 წუთი
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლემ MS Word -
ტექსტურ რედაქტორში იცის: აბზაცები, სიმბოლოების, ფიგურების, სურათების ჩასმა
და მათზე მოქმედებები.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ის ტექნ. V.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. V.4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება.
ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. V.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
კომპიუტერი, პროექტორი, MS Word, ინტერნეტი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა 1
- კლასის ორგანიზება, შეფასების რუბრიკის გაცნობა; (5 წთ)
აქტივობა 2
– Insert მენიუს ინსტრუმენების გაცნობა, მინი ლექცია;
(10 წთ) .
აქტივობა 3
- პრაქტიკულ
დავალებები ტექსტურ რედაქტორში,
მუშაობა
წყვილებში (20 წთ)
აქტივობა 4
- კითხვა-პასუხი
(5 წთ)
აქტივობა 5
- მოსწავლეთა შეფასება ( 5 წთ)
|
ქულების კრიტერიუმები
|
სუსტი
|
საშუალო
|
კარგი
|
ფრიადი
|
ციფრული
საშუალების გამოყენება
ტექსტურ
რედაქტორში
|
ხარვეზებით ქმნის ტექსტურ რედაქტორში
გრაფიკულ მასალას
|
უჭირს
ტექსტური, გრაფიკული
მასალის
კომბინირება ციფრული მასალის შექმნისას;
|
დახმარებით
ახდენს ტექსტური, გრაფიკული მასალის კომბინირებას ციფრული მასალის
შექმნისას;
|
სრულყოფილად
ახდენს ტექსტური, გრაფიკული მასალის კომბინირებას ციფრული მასალის
შექმნისას;
|
აცნობიერებს
ზოგიერთი ციფრული საშუალების დანიშნულებას;
|
ვერ აცნობიერებს ზოგიერთი ციფრული
საშუალების დანიშნულებას;
|
უჭირს გააცნობიეროს ზოგიერთი ციფრული
საშუალების დანიშნულება;
|
ხარვეზებით აცნობიერებს ზოგიერთ
ციფრული საშუალების დანიშნულებას;
|
აცნობიერებს ზოგიერთი ციფრული
საშუალების დანიშნულებას და სწორად იყენებს მათ მუშაობის დროს
|
მუშაობა
წყვილებში
|
ვერ მუშაობს სხვებთან ერთად ამოცანისგადასაჭრელად; საჭიროების შემთხვევაში
ითხოვს დახმარებას
|
მუშაობს სხვებთან ერთად ამოცანისგადასაჭრელად; საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას
|
მუშაობს სხვებთან ერთადამოცანის გადასაჭრელად; საჭიროების შემთხვევაში
ითხოვს დახმარებას და ეხმარება სხვებს;
|
მუშაობს სხვებთან ერთად ამოცანის გადასაჭრელად; საჭიროების შემთხვევაში ითხოვს
დახმარებას და ეხმარება სხვებს; ანაწილებს სამუშაო ფუნქციებს და მოვალეობებს.
|
პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე
|
უჭირს პასუხების გაცემა
|
პასუხები არ არის სრულყოფილი
|
თითქმის ყველა კითხვას უპასუხებს
|
სრულყოფილ პასუხს სცემს ყველა შეკითხვას
|
მასწავლებლის თვთშეფასების სქემა
მოსწავლეები ჩართულები იყვნენ საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილზე ყურადღებით მისმენდნენ, საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.
შეთანხმებულად მუშაობდნენ ჯგუფებში. სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას.
მოსწავლეები შეფასდნენ, როგორც ჯგუფების ასევე, ჩემ მიერ.
No comments:
Post a Comment